რა მიაჩნია დავით სერგეენკოს ხელისუფლების ყველაზე სუსტ წერტილად

ვფიქრობ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი იყო ამ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მინისტრი ფიქრობს, რომ კომუნიკაციას ყოველთვის სჭირდება გაუმჯობესება. მისივე თქმით, არასოდეს არ უნდა ჩათვალო, რომ ამ მხრივ საუკეთესოდ არის საქმე.
“ქართულ ოცნებას“ ყველაზე მაღალი შანსი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. კომუნიკაციას ყოველთვის სჭირდება გაუმჯობესება. არასოდეს უნდა ჩათვალო, რომ ამ მხირვ საუკეთესოდ არის საქმე. ვფიქრობ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი იყო ამ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში. შესაძლოა, არც მე მაქვს იდეალური კომუნიკაცია, ხშირად ვერ ვხვდები მოსახლეობას, მაგრამ, მერწმუნეთ, თითოეული მინისტრისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ბედი და ეს ჩანს მთავრობის შეხვედრებზე, სადაც ყველა საკითხის განხილვას დიდი დრო ეთმობა”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები