თინა ხიდაშელი: IRI-ის კვლევები ჩვენს პარტიასთან მიმართებაში საინტერესო არ არის

IRI-ის კვლევები ,,რესპუბლიკურ პარტიასთან” მიმართებაში საინტერესო არ არის, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, კვლევის ჩატარების დროს იყო პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური ვითარება.
„ეს არ არის საინტერესო ჩვენს პარტიასთან მიმართებაში იმიტომ, რომ მაშინ პარტია არ იყო საარჩევნო სუბიექტი, ამიტომ ეს თემა არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიყავით კოალიცია ,,ქართული ოცნების,, წევრები. საერთოდ, რატომ იყო ცალკე სუბიექტად შეტანილი გაუგებარია. ალბათ, ასეთი კითხვა რომ გაჩენილიყო იმიტომ. ამიტომ ეს არ არის ჩემთვის საინტერესო”, – განაცხადა ხიდაშელმა.
კითხვაზე – ენდობა თუ არა ის აღნიშნულ კვლევებს, ხიდაშელის თქმით, მისი პოზიციები ამ კვლევებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია და მას პოზიცია წლების მიხედვით არცერთხელ არ შეუცვლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები