ბელარუსი უახლოეს მომავალში რუსეთის შემადგენლობაში არ იქნება – ლუკაშენკო
ბელარუსი რუსეთს უახლოეს მომავალში არ შეუერთდება,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
“როდის შეუერთდება რუსეთი ბელარუსს, ან პირიქით, როდის შეუერთდება ბელარუსი რუსეთს? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში. ამ კარს თუ შევანგრევთ, გავანადგურებთ ყველაფერს, რაც გაგვიკეთებია. ჩვენი ისტორიული მისიაა, რომ ბელორუსი-რუსეთის ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გავხადოთ. ჩვენ ღირსეულად ვივლით ამ გზაზე, მშვიდად, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ უნდა წავიდეთ და განვახორციელოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.