ლუკაშენკო – ტრამპზე: შეუძლია, რომ დილით ერთი განცხადება გააკეთოს, საღამოს კი – მეორე
უბრალოდ გირჩევთ, რომ დონალდ ტრამპის ხრიკებზე არ წამოეგოთ, რადგან ამ მხრივ ის თქვენი [ჟურნალისტების] ადამიანია, მედიის პიროვნებაა,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
“მას შეუძლია, დილით ერთი განცხადება გააკეთოს, საღამოს კი მეორე და მარტივია, რომ ჩვენ, თქვენ შეცდომაში შეგვიყვანოს. ამიტომ, ჩემი რჩევა თქვენთვის იქნება – მხოლოდ ფაქტები, მხოლოდ ფაქტები!”,- აცხადებს ლუკაშენკო.