გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი – ტრამპის განცხადებაზე: საკმარისია, უნდა გავამძაფროთ ჩვენი უარი ტრამპის მიმართ
ამ კვირის გრენლანდიის არჩევნების შემდეგ, ტრამპი ოვალურ კაბინეტში შეხვდა ნატო-ს სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელს მარკ რუტეს, სადაც მას უთხრა: ”ჩვენ გვჭირდება გრენლანდია საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის”.
ტრამპის განცხადებას გრენლანდიის ანექსიის შესახებ გამოეხმაურა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუტე ეგედე. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას გამართავს, რათა ერთიანი პოზიცია შეუმუშაონ და ტრამპის განცხადებებს ერთობლივი ძალებით უპასუხონ.
“მე ვერაფრით ვერ მივიღებ ამას. ამჯერად უნდა გავამძაფროთ ჩვენი უარი ტრამპის მიმართ. არ უნდა დავუშვათ, რომ კვლავ უპატივცემულოდ მოგვექცნენ. საკმარისია“, – წერს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი.