“ეს პიროვნება “ნაციონალური მოძრაობის” ენით გვესაუბრება”

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე „რესპუბლიკელ“ კონგრესმენ სტივ რასელის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აბსურდულს და სიცრუეს უწოდებს.
“ეს პიროვნება “ნაციონალური მოძრაობის” ენით გვესაუბრება. ეს, რა თქმა უნდა, მისი პირადი მოსაზრებაა. ეს არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მოსაზრება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოთქვას თავისი პირადი მოსაზრება. ეს არის სიცრუეზე და აბსურდზე დაფუძნებული მოსაზრება, რაც ამ ადამიანისგან ჩვენ მოვისმინეთ“, – აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა სტივ რასელმა, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში გამოსვლისას, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდა, საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს კარგად დააკვირდეს, რადგან, კონგრესმენის თქმით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, ხმების მოსყიდვისა და ოპონენტებთან გამკლავების გზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები