გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპელ პარტნიორებთან საქართველოში მიმდინარე რეფორმები განვიხილოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპელ პარტნიორებთან საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხილვა აუცილებელია, რათა მათ იცოდნენ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების და მიღწევების შესახებ. ამის შესახებ მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც შესაძლოა, გაჩნდეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, კანონის უზენაესობის გაუმჯობესების, სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობა. განვიხილეთ ამ პროცესების მნიშვნელობა, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ, ვისაუბრეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ასევე განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ჰუმანიტარული ვითარება და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები