ტრამპმა ევროკავშირი მტრულად განწყობილ და შეურაცხმყოფელ საგადასახადო ორგანოდ მოიხსენია
ევროკავშირი მხოლოდ შეერთებული შტატების უპირატესობის გამოყენების მიზნით შეიქმნა,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
“ევროკავშირმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მტრულად განწყობილმა და შეურაცხმყოფელმა საგადასახადო და სატარიფო ორგანომ, რომელიც შეიქმნა მხოლოდ შეერთებული შტატების უპირატესობის გამოყენების მიზნით, ახლახან დააწესა ვისკის საზიზღარი 50%-იანი ტარიფი.
თუ ეს ტარიფი დაუყოვნებლივ არ მოიხსნება, აშშ მალე დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველა ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე, რომლებიც გამოდიან საფრანგეთიდან და ევროკავშირის წარმომადგენლობით სხვა ქვეყნებიდან. ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის აშშ-ში”,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.