რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება სხვა არაფერია, თუ არა დროებითი შესვენება უკრაინელი სამხედროებისთვის 

მშვიდობიანი ქმედებების იმიტირებული ნაბიჯები ამ სიტუაციაში არავის სჭირდება,- ამის შესახებ აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

მან აშშ-ის ლიდერის თანაშემწეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცს უკრაინაში გრძელვადიანი მოგვარების აუცილებლობის შესახებ რუსეთის პოზიცია გააცნო.

„მე, ბუნებრივია, გავაკეთე კომენტარი დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებებზე და დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა დროებითი შესვენება უკრაინელი სამხედროებისთვის“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიზანი კონფლიქტის გრძელვადიანი დარეგულირებაა.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანი კვლავ გრძელვადიანი, მშვიდობიანი წესრიგია, ჩვენ ამისთვის ვისწრაფვით. მშვიდობიანი წესრიგი ითვალისწინებს ჩვენი მხარის ლეგიტიმურ ინტერესებს. ეს ნაბიჯები, რომლებიც მშვიდობიან ქმედებებს ჰგავს, ვფიქრობ, არავის სჭირდება ამ სიტუაციაში”, – ხაზგასმით აღნიშნა უშაკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინა 30-დღიან დროებით ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები