დავით ბერძენიშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ წინასაარჩევნოდ არის მისი წამყვანი პოლიტიკური პირების იმედად

„რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნოდ ბუნებრივია, არის მისი წამყვანი პოლიტიკური პირების იმედადაც, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ განაცხადა, სადაც პარტიის თბილისის აქტივის შეკრება მიმდინარეობს.
ბერძენიშვილის თქმით, პარტიის სია და მაჟორიტარების შერჩევა ურთულესი პროცედურაა პარტიაში და ამაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.
“რესპუბლიკელი„ მინისტრები არიან კარგი მინისტრები და მუშაობენ. “რესპუბლიკელი“ თანამდებობის პირები არიან კარგი პარლამენტარები და მუშაობენ. ჯერ გრძელდება ისე, როგორც არის. ჩვენ გვაქვს გაცხადებული გადაწყვეტილება, რომ გადაწყვეტილებებს მივიღებთ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით. რადგან პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში, ამიტომ ბუნებრივია, „რესპუბლიკური პარტია“ წინასაარჩევნოდ არის მისი წამყვანი პოლიტიკური პირების იმედად“, – განაცხადა ბერძენიშვილმა და აღნიშნა,რომ პარტიის წამყვანი პოლიტიკური პირებიც იქნებიან პარტიის იმედად, როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები