ფინეთმა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ფინეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ორმხრივ თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმებას,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
“ორი ქვეყანა შეთანხმდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის შეიარაღებაზე, დაზვერვის გაცვლასა და საბრძოლო მასალის წარმოებაზე”, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, ფინეთმა უკრაინის დასახმარებლად ახალი, 28-ე სამხედრო პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც დაახლოებით 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა.
ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ენტი ჰაკანენის თქმით, უკრაინის დახმარებასთან მიმართებით ფინეთში ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა და ეროვნული ერთსულოვნება არსებობს.
„როგორც წარსულში, დახმარების პაკეტის დეტალები ღიაა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად, სხვა საკითხებთან ერთად, პაკეტი საარტილერიო საბრძოლო მასალებსაც მოიცავს, რომელიც უკრაინას ამჟამად ძალიან სჭირდება“, – განაცხადა მინისტრმა.