პუტინის განცხადება პერსპექტიულია, მაგრამ არა სრული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან ერთად მედიასთან საუბარში განაცხადა.
„პუტინმა ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ ის არ იყო სრული და მზად ვარ რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვისაუბრო“, – თქვა ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა.