პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი „თბილისი არენაზე“ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 28:26 დასრულდა.

მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი სპორტსმენებს შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები