“საქართველომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა წინ იმისთვის, რომ უზრუნველყოს რეგიონების სრულფასოვანი განვითარება“

საქართველომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა წინ იმისთვის, რომ უზრუნველყოს რეგიონების სრულფასოვანი განვითარება – ამის შესახებ გაეროს ელჩმა
ნილ სკოტმა სასტუმრო “რედისონში“ განაცხადა, სადაც კონფერენცია “საქართველოს რეგიონული განვითარების მიღწევები და გამოწვევები მიმდინარებს“.
მისი თქმით, საქართველომ ასევე ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა წინ იმისთვის, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
“გაეროს განვითარების პროგრამა, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, ხელს უწყობს ამ რეფორმის განვითარებას და მზად ვართ, რომ მომავალშიც გვერდში დავუდგეთ საქართველოს“, – განაცხადა სკოტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები