კახა კალაძე: არჩევნების თარიღთან დაკავშირებული უთანხმოება აუცილებლად უნდა მოგვარდეს
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს. კალაძის თქმით, უთანხმოება, რომელიც არჩევნების თარიღთან დაკავშირებით იყო, აუცილებლად უნდა მოგვარდეს.
“შეგვიძლია ავიღოთ სხვა ქვეყნის მაგალითები. აშკარად ჩანს, რომ ძალიან დიდია განსხვავება. თუ არ ვცდები, ერთადერთი ქვეყანაა ბულგარეთი ევროპული ქვეყნებიდან, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დრო არის სამი თვე. დანარჩენ ქვეყნებში არის ერთი თვე, ორი, სამი კვირა და ა.შ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის რაღაც გარკვეული უთანხმოება, რაც იყო, აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ჩემი ინფორმაციით, ბატონ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.