გაეროს გენერალური მდივანი საქართველოს მიმდინარე კვირას ეწვევა
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი საქართველოს მიმდინარე კვირას ეწვევა. ბან კი მუნის ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაეროს გენერალური მდივნის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი 23-24 აპრილს შედგება, რის ფარგლებშიც ბან კი მუნი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. გენერალური მდივანი ასევე მონაწილეობას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში. ”გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი თბილისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით ესტუმრება, რის შემდეგაც ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში განაგრძობს”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ 1994 წლის შემდეგ ეს გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება საქართველოში.