გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში დღეს მორიგ შეხვედრებს გამართავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორნბირონ იაგლანდს შეხვდება, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
საღამოს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დელეგაციის სრული შემადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები