გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში 23 აპრილს დაიწყება

23-24 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ბან კი მუნი მონაწილეობას მიიღებს ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში.
აღსანიშნავია, რომ 1994 წლის შემდგომ, ეს არის გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
გაეროს გენერალური მდივანი  თბილისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით ესტუმრება, რის შემდეგაც  ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები