გიგა ბუკია: ხელისუფლება მზად არის ოპოზიციის მოთხოვნების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ”კონსერვატორი” დეპუტატის გიგა ბუკიას განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილება ხელისუფლების მხრიდან ამ ეტაპზე არ იგეგმება. როგორც ბუკიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის ოპოზიციის მოთხოვნების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს.

„ჩვენ პირველივე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ სისტემის ცვლილება ხელისუფლების მხრიდან ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჩვენ თავშივე ვთქვით, რომ დანარჩენ თემებთან დაკავშირებით მზაად ვართ მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ბუკიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება წარმოადგენს. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ამ წუთებში მმართველი გუნდი ოპოზიციასთან სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები