პარლამენტში ხვალ დავით სერგეენკოს მოუსმენენ
ხვალ, პარლამენტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მოუსმენენ. დავით სერგეენკო პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ 2015 წლის შესრულებული სამუშაოსა და 2016 წლის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებს. მინისტრის მოსმენა კომიტეტში 12:00 საათზე იგეგმება.