ჟან-კლოდ იუნკერი: საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება. ამის შესახებ მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მე შევხვდები თურქეთის პრემიერ-მინისტრს, შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გავმართავ მოლაპრაკებებს. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავარწმუნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივასთან და მის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საკანონმდებლო ინიციტივა ქართველი ხალხის მიმართ სამართლიანია. ევროკომისიამ საქართველოსთან ვიზლაიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა”, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.