თინა ხიდაშელს საარჩევნო კამპანიის 5 თვით ადრე დაწყება არასწორად მიაჩნია
საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს საარჩევნო კამპანიის 5 თვით ადრე დაწყება არასწორად მიაჩნია. მისივე თქმით, საარჩევნო თარიღთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ხიდაშელი იმედოვნებს, რომ პროცედურული საკითხებზე პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაციები შეთანხმდებიან.
„მე ვიყავი იმ შეხვედრაზე, სადაც არჩევნების თარიღი გადაწყდა. ეს ის ცნობილი შეხვედრაა, სადაც ზოგიერთებს ეგონათ, რომ ჩემს გასათავისუფლებლად იკრიბებოდნენ პრემიერი და პრეზიდენტი, თუმცა სინამდვილეში არჩევნების თემაზე ვსაუბრობდით. საარჩევნო თარიღი ერთობლივად შეთანხმდა, ამას ნამდვილად ვადასტურებ და ამასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს. დანარჩენზე, რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს, იმედი მაქვს, რომ პრემიერისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციები შეთანხმდებიან და ამ თემას და ამ თემის ტექნიკურ პროცედურულ ნაწილს დაასრულებენ. მე არ მგონია, პროცედურები ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“, – განაცხადა ხიდაშელმა.