გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს დღეს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სტრასბურგში ვიზიტი დღეს იწყება.
საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ შეხედრას გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამართავს და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდება.
გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი უმასპინძლებს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე, გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მხარეების ერთობლივი პრესკონფერენცია. სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, სტრასბურგს 21 აპრილს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები