თინა ხიდაშელი: მაპი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანებისთვის და გაწევრიანების გზაზე მაპი არ არის ამოცანა. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მაპი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის.
„ხაზგასმით და ცალსახად ვამბობ, ვისაც წერა და კითხვა არ ეზარება, შეუძლია გადაამოწმოს ინსტრუმენტები, რომლითაც საქართველო სარგებლობს ნატოსთან ურთიერთობაში და მათ შორისაა ერთობლივი სასწავლო ცენტრი – ეს არის იმ ტიპის ინსტრუმენტები, რაც არასოდეს არცერთ ქვეყანას მანამდე არ ჰქონია და არც დღეს აქვთ იმ ქვეყნებს, ვისაც მაპი აქვს. ჩემთვის პირადად და ეს არ არის მარტო ჩემი პოზიცია, ეს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაა, რომ მაპი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე, პრინციპში, ეს ასეც ითქვა, რომ მაპი გახდა პოლიტიკური პროცესების ნაწილი და მას არავითარი საერთო აღარ აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან.
შეგახსენებთ, დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. გაწევრიანების გზაზე მაპი არ არის ამოცანა, ჩვენთვის ამოცანა გაწევრიანებაა“, – განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი ოფიციალურად 15 მაისს დაიწყებს ფუნქციონირებას