„გიორგი კვირიკაშვილი თავის წინამორბედთან შედარებით მეტად წინდახედული და პროგრესული ადამიანია“
“ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს და აცხადებს, რომ მაღალჩინოსნები საყოველთაო დაზღვევის პროგრამით არ უნდა სარგებლობდნენ.
“საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი თავის წინამორბედთან შედარებით მეტად წინდახედული და პროგრესული ადამიანია. ცოტა ხნის წინ, ბატონმა გიორგიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მოქალაქეები, ვისი შემოსავალიც ძალიან მაღალია, საყოველთაო დაზღვევით არ უნდა სარგებლობდნენ.
აშკარაა რომ, ბატონი გიორგისთვის ჩემი ინიციატივები ცნობილია და ის მათ დადებითად აფასებს!
მაღალჩინოსნებისთვის და მდიდარი მოქალაქეებისთვის დაზღვევის გაუქმება ჩემი ინიციატივა გახლავთ და ამაზე რამოდენიმე თვის წინ არაერთხელ მისაუბრია ქართული მასმედიის საშუალებებისა და ჩემი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით.
თუ ბატონ პრემიერს სურს თავისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგის ამაღლება, მან უნდა დაავალოს ფინანსთა სამინისტროს სამინისტროების მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების და მდიდარი ადამიანების სიის წარდგენა. რა თქმა უნდა, ეს რთული საქმეა, მაგრამ შესაძლებელი! მეც იგივე გავაკეთე კიევის მერის თანამდებობაზე.
მეორე ეტაპისთვის, სწორი იქნება, თუ პრემიერ-მინისტრი ასობით მილიონი (შესაძლებელია მილიარდამდე) ლარის გამოყოფას უზრუნველყოფს და ეს თანხები შეჭირვებულ ადამიანებზე, პირდაპირი გადაცემის სახით განაწილდება: პენსიონერებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, მარტოხელა დედებზე და სხვა გაჭირვებულებზე.
სხვაგვარად, ეს თანხები არამიზნობრივად დაიხარჯება! ხაზს ვუსვამ, რომ ეს თანხები უნდა იყოს სოციალური საჭიროებებისთვის განკუთვნილი და მათი გამოყენება მხოლოდ სოციალური მიზნებისთვის არის გამართლებული. ამ თანხების სხვა მიმართულებით დახარჯვა არასამართლიანი და ხალხის არასაკეთილდღეოდ მიღებული გადაწყვეტილება იქნება!
მოხარული ვიქნები, თუ უახლოეს კვირებში, პრემიერ-მინისტრი წარუდგენს პარლამენტს კიდევ რამდენიმე ჩემს ინიციატივას, რომელსაც მოქალაქეები აქტიურად უჭერენ მხარს.
საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დახურვაზე, ონლაინკაზინოების აკრძალვაზე, რასთან დაკავშირებითაც ჩემი გუნდის წევრები აგროვენებ ხელმოწერებს და ბანკში კრედიტების მქონე იმ მოქალაქეების გამოსახლების აკრძალვის თაობაზე, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი საცხოვრებლი გააჩნიათ. ადამიანების ქუჩაში გამოყრა არაცივილიზებული მოვლენაა და საქართველოში არსებული სამწუხარო რეალობაა! უკრაინაშიც კი, მსგავსი საკითხები მოქალაქეების უპირატესობით წყდება!”, – ნათქვამია განცხადებაში.