სოსო ჯაჭვლიანი: არჩევნებიდან ერთი წლის თავზე ხალხი გაბლატავდა (ვიდეო)

„2012 წლის არჩევნებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე ხალხი გაბლატავდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში გადაცემა „პრიორიტეტებში“ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ხალხს აზრის თავსუფლად გამოხატვის საშუალება არ ეძლეოდა, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან ზუსტად ერთ წელიწადში „ხალხი გაბლატავდა“ და აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მიეცათ.
„2012 წელს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე თითქმის ყველა ტელევიზიამ, მათ შორის „რუსთავი 2“-მა გამოკითხვა ჩაატარა – სააკაშვილის ნაკლი. თითქმის ყველა იძახდა, რომ სააკაშვილს ნაკლი არ აქვს ან იმალებოდნენ და პასუხს არ აძლევდნენ.
ზუსტად ერთი წლის თავზე ხალხი გაბლატავდა, კარგი გაგებით ვიძახი. ესაა ზუსტად „ქართული ოცნების“ და კოალიცის პლიუსი, რომ ხალხს მიეცა თავისუფლად აზრის გამოხატვის საშუალება. ადამიანებმა უნდა გამოხატონ თავისი აზრი“, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები