საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა.
გიორგი სეთურიძე 2016 წლის მარტიდან დღემდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. 2015-2016 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მრჩევლად ინფრასტრუქტურული პროექტების განხრით.
2011-2015 წლებში – „კამარა თრეიდინგ კორპორეიშენის“ (აშშ) გენერალურ დირექტორად. აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გიორგი სეთურიძე 1969 წლის 10 იანვარს დაიბადა. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ასევე, თბილისის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მაგისტრის წოდებით. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები