მებაჟე ოფიცრებმა დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ ოქროს საიუველირო ნაკეთობების დეკლარირების წესის დარღვევით შემოტანის 2 შემთხვევა გამოავლინეს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე ნ.ს.-ის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 150,71 გრამი ოქროს ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 12812,84 ლარი შეადგინა. ასევე 3200,96 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით – საერთო წონით 52,09 გრამი – აღმოაჩნდა იმავე დღეს მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ფ.-საც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ორივე მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 12812,84 ლარისა და 3200,96 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები