“სააკაშვილი, ოქრუაშვილი, ალასანია ქვეყნის მოღალატეები არიან და უნდა გასამართლდნენ”

„რაც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა, რომელი „რუსეთის აგენტი“ გააკეთებდა უკეთესად?! სააკაშვილმა ხომ ლანგრით მიართვა რუსეთს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი“,- ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ კოდორის ხეობაში ყოფილი რწნუნებული ემზარ კვიციანი ესაუბრა.
კვიციანი ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იგორ გიორგაძემ შექმნა. მისივე მტკიცებით, სააკაშვილთან ერთად რუსეთის აგენტი ირაკლი ალასანიააცაა, რომელმაც გააკეთა ის, რაც რუსეთიდან ჰქონდა დავალებული.
„თქვენი გაზეთის საშუალებით ვპირდები ირაკლი ალასანიას: შენ პასუხს აგებ კოდორის რუსეთისთვის გადაცემის გამო. ნეტავ ალასანიას პარტიის წევრებმა, ძალიან, რომ პროდასავლელობენ, თუ იციან, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია კი არა, იგორ გიორგაძეა. სააკაშვილის მოღალატეობის კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით: 2006 წლის ივლისში, როგორც კი კოდორის ხეობაში მაგან და ოქრუაშვილმა კონსტიტუციის დარღვევით, ჯარები შეიყვანეს, იცით, პირველი რა გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა ხეობის დაკავების შემდეგ? რუსებს კოდორის ხეობაში შესასვლელი ერთადერთი ხიდი გაურემონტა სოფელ ქვაბცარასთან, რომელიც მე საგანგებოდ ავაფეთქე. არ არის ეს ღალატი? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ხატზე დავიფიცებ, რომ არაფერს ვამეტებ. „მონადირე“ მოღალატურად რომ არ დაეშალათ, კოდორის ხეობაში ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა და ეს ძირძველი მიწა დღესაც ჩვენი იქნებოდა“,-განაცხადა კვიციანმა და დასძინა, რომ სააკაშვილი, ალასანია, ოქრუაშვილი საქართველოს მოღალატეები არიან, რომლებიც აუცილებლად უნდა გასამართლდნენ.
კვიციანის განცხადებით, ოქრუაშვილი ისევ სააკაშვილთან არის შეკრული.
„ხან წაიჩხუბებენ, ხან შერიგდებიან,რადგან იმას აკეთებენ, რაც მათ საერთო პატრონებს სურთ. ხომ ხედავთ, NDI-ის გამოკითხვებით როგორ ოსტატურად ჩააჩოჩეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ბოლოსკენ. ეს ხომ მიზანმიმართულად კეთდება, იმისთვის, რომ ქართველებს აფხაზეთი და სამაჩაბლო დაავიწყონ“,- ირწმუნება ემზარ კვიციანი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები