„სააკაშვილის ბრძანებისა და პოლიტიკური ნების გარეშე მეგის ქარდავა ვერავის მკვლელობას ვერ შეუკვეთავდა“

სააკაშვილის ბრძანებისა და პოლიტიკური ნების გარეშე მეგის ქარდავა ვერავის მკვლელობას შეუკვეთავდა, – ამის შესახებ გაზეთი “ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში წერს.
გამოცემა შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნისთვის, მეგის ქარდავასთვის გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის საქმეზე ბრალის წაყენების ფაქტს ეხმაურება.
“უკანასკნელი ბრიყვიც კი ადვილად მიხვდება, რომ მეგის ქარდავამ საკუთარი ბელადის – სააკაშვილის დავალება შეასრულა!. დიახ, სააკაშვილის ბრძანებისა და პოლიტიკური ნების გარეშე მეგის ქარდავა ვერავის მკვლელობას ვერ შეუკვეთავდა, ასე, რომ გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის რეალური შემკვეთი და პირველწყარო მიხეილ სააკაშვილია! მეგის ქარდავამ ამ შემთხვევაში სააკაშვილის მეფისტოფელის, უფრო სწორად, მეგისტოფელის როლი შეასრულა! ასე, რომ თუ საქართველოს პროკურატურა გამოძიებას სრულყოფილად წარმართავს, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეში არა მარტო მეგისტოფელ მეგის ქარდავაზე, არამედ მის მბრძანებელ სააკაშვილზეც გავა“, – წერს გამოცემა.
რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის საქმეზე შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას ახალი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები