ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული სამგორის გამგეობის თანამშრომელი “ეროვნული ფორუმის“ წევრია

“კვირასთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებული თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი გვენეტაძე პარტია “ეროვნული ფორუმის“ წევრია. “კვირასთვის“ ცნობილი გახდა ისიც, რომ გიორგი გევენტაძე წარსულში ასევე ქრთამის აღების ფაქტზე იყო დაკავებული.
რაც შეეხება ბოლო დაკავების საფუძველს, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა და გამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით დაუწესა 300 ლარის გადახდა. ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი – 150 ლარი. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, დაკავებისას გიორგი გვენეტაძე შეეცადა გაქცევას და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დაჯახება/დაზიანებას, რაც თავიდან იქნა აცილებული, დევნის პროცესში მან ა. წუწუნავას ქუჩაზე ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა რკინის ბოძს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები