კახეთში, უბედური შემთხვევის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
40 წლის ივანე ფოცხვერაშვილს, რომელიც ტყეში შეშის მოსაჭრელად მარტო იმყოფებოდა, ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
,,ტყეში ხშირად დადიოდა, შეშის მჭრელად მუშაობდა და კარგად იცოდა ეს საქმე, მაგრამ ძალიან ძლიერი ქარი იყო და როგორც ჩანს ამან შეიყვანა შეცდომაში, ხის მიმართულება ვერ გათვალა,“ – აცხადებს სოფელ ვაჩნაძიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაქარია მენაბდიშვილი.
გარდაცვლილი მამაკაცი ტყეში თანასოფლელებმა იპოვეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.