რუსეთის მხარდამჭერ აქციაზე ინციდენტი მოხდა

  რუსეთის მხარდამჭერ აქციაზე, რომელსაც პუშკინის სკვერში არასამთავრობო ორგანიზაცია “დედამიწა ჩვენი სახლია” მართავს, ინციდენტი მოხდა. ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს კონტრაქციის წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რუსეთის მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილე ცოტნე მამულაშვილი საპატრულო პოლიციელებმა დააკავეს და ტერიტორიიდან საპატრულო მანქანით გაიყვანეს. პუშკინის სკვერში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. სამართალდამცველები სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ. ამ მიზნით მათ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები