ესპანეთის მრეწველობის მინისტრმა „პანამის დოკუმენტების“ გამო თანამდებობა დატოვა

ესპანეთის მრეწველობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მინისტრმა ხოსე მანუელ სორიამ ოფშორული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
სორია მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს, მაგრამ თანამდებობას ტოვებს, რათა საკუთარ პარტიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზიანი არ მიაყენოს.
„პანამის დოკუმენტებში“ წერია, რომ ესპანეთის მრეწველობის მინისტრი პანამაში და ჯერსიში ოფშორულ კომპანიებთან არის დაკავშირებული.
„პანამის დოკუმენტების“ მიხედვით, Mossack Fonseca-სთან, საერთო ჯამში, 12 მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერი არის დაკავშირებული. სკანდალის გამო რამდენიმე დღის წინ ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა დევიდ გიუნლენგსონმა თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები