ევროპარლამენტმა „პანამის დოკუმენტების“ გამოსაძიებლად კომისია შექმნა

ევროპარლამენტის პრეზიდიუმმა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები შედიან, „პანამის დოსიეს“ გამოსაძიებლად სპეციალური კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ „პანამის დოკუმენტებში“ ოფშორულ კომპანიებსა და მათთან დაკავშირებულ ზოგიერთ პოლიტიკოსზე დეტალური ინფორმაციაა მითითებული.
ამ ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მანდატი 4 მაისს დამტკიცდება და ამ საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიტანენ.
ცნობისთვის, ჟურსნალისტთა სერთაშორისო კონსორციუმმა Mossack Fonseca-ს დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც ოფშორულ ანგარიშებზე თანამდებობის პირთა თანხებზეა საუბარი. „პანამის დოსიეში“ სხვებთან ერთად ევროკავშირის მაღალი რანგის პირთა სახელებიც არის მითითებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები