დავით ზურაბიშვილი NDI -ზე: უნდა გავითვალისწინოთ ყველა კვლევა, რომელსაც სერიოზული ორგანიზაცია ატარებს

თბილისის საკრებულოს წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ორგანიზაცია NDI -ს კვლევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს მსგავსი სერიოზული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა. ზურაბიშვილის განცხადებით, მათი პარტიის კვლევებიც ცხადყოფს, რომ ტენდენცია პრაქტიკულად იგივეა.
“ამ კვლევების მიმართ ყოველთვის არის განსაკუთრებული აჟიოტაჟი. მიზეზი, ძირითადად, ის არის, რომ ვიღაცას მოსწონს ეს შედეგები და ვიღაცას – არა. ვიღაცა თვლის, რომ არასწორია, თუმცა პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველა კვლევა, რომელსაც სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაცია ატარებს, უნდა გავითვალისწინოთ, შევადაროთ საკუთარ გამოცდილებასაც. ჩვენც ვატარებთ კვლევებს, ვქირაობთ ორგანიზაციას, რომელიც ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას და მე რასაც ვაკვირდები ტენდენციების დონეზე, ყველგან არის იგივე – ის, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი იკლებს, ამას გვიჩვენებს არა მარტო NDI-ს კვლევა, არამედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებიც.
გაიხსენეთ 2013 წელს, პრეზიდენტ მარგველაშვილს რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა და ერთი წლის შემდეგ 2014 წელს, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა. ეს 400 ათასი ხმით ნაკლები იყო. 2014-დან 2016 -მდე ასევე სერიოზული ცვლილება იქნება, რადგან მდგომარეობა გაუარესდა და არ გაუმჯობესებულა“,-განაცხადა ზურაბიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები