საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უნგრეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში იმართება, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ – გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, უნგრეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების შესაძლებლობები, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს.

„საქართველოსთვის უნგრეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესში”,- აღნიშნა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები