ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი პასპორტების დარიგება იწყება
2016 წლის მაისში ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი პასპორტების დარიგება იწყება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. დე ფაქტო მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის შამილ აძინბას ინფორმაციით, პასპორტების გაცემა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით მოხდება, რომლის ათვისებაც ამჟამად ოკუპირებული რეგიონის 4 საპასპორტო განყოფილებაში ხდება. აძინბას თქმით, ახალ საპასპორტო განმყოფილებებში შესაბამისი კომპიუტერული სისტემები უკვე დამონტაჟდა.