კიბერუსაფრთხოების ბიურომ მე-16 სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

დღეს, ნატოს კვირეულის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების ბიურომ მე-16 სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეებმა კიბერუსაფრთხოების ბიურო დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. შეხვედრაზე ბიუროს წარმომადგენელმა მოსწავლეებს უსაფრთხოების მინიმალური წესებისა და კიბერჰიგიენის შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია.
შეხვედრა კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ორგანიზებით, ნატოს კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები