გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოსახლეობას დედაენის დღეს ულოცავს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოსახლეობას დედაენის დღეს ულოცავს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, 14 აპრილის პროტესტმა ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის დაიცავს თავის უმთავრეს ღირებულებებს.
“ქართული ენა ჩვენი ერის უდიდესი სიმდიდრე და ჩვენი იდენტობის პირველი ნიშანია. 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად ათასობით კაცი გამოვიდა ქუჩაში. მაშინ ეს იყო წარმოუდგენელი გამბედაობა და ვაჟკაცობა. ეს მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ საბჭოთა რეჟიმი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და დაეკმაყოფილებინა ერთ მუშტად შეკრული ხალხის მოთხოვნა. ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. 14 აპრილის პროტესტმა ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის დაიცავს თავის უმთავრეს ღირებულებებს. დღეს ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენა. მთელ საქართველოს ვულოცავ დედაენის დღეს“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.