გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც ”კვირას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პირველ შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილი 15 აპრილს, 20:30 საათზე, საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან გამართავს.
პრემიერი, მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
”პრემიერ-მინისტრი, ეტაპობრივად, შეხვდება რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებს”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები