აშშ-ში 72 წლის ქალმა უდაბნოში 9 დღე-ღამე გაატარა

72 წლის ამერიკელმა ქალმა არიზონის შტატის უდაბნოში 8 დღე-ღამე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ის წყალს სვამდა და მცენარეებით იკვებებოდა. ამის შესახებ ABC News იუწყება.
არიზონის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, ენ როჯერსს გზაზე ბენზინი გაუთავდა. მისი მობილური ტელეფონი არ იჭერდა და მოხუცი ქალი იძულებული იყო, ცხრა დღე-ღამე ველურ ბუნებაში გაეტარებინა.
3 აპრილს პოლიციელებმა მისი ავტომობილი აღმოაჩინეს, მაგრამ ქალი მასში არ იმყოფებოდა. მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ, უდაბნოში ქოხი იპოვეს, რომელსაც ენ როჯერსი თავს აფარებდა.
მოხუცი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ამუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები