დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს
რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მახაჩყალის მიდამოებში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად „ბოევიკების“ მოსაძიებლად ოპერაცია მიმდინარეობს. გასულ კვირას დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ორჯერ შემოიღეს. მარტის ბოლოს დაღესტანში ორი ტერქტი მოხდა, რომლებზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.