ავსტრია იტალიის საზღვარზე ღობის აშენებას გეგმავს
ავსტრია იტალიის საზღვარზე კონტროლს გაამკაცრებს. ვენაში მიგრანტების ნაკადის მატების ეშინიათ. როგორც ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა ჰანს-პეტერ დოსკოცილმა განაცხადა, ბრენერის უღელტეხილზე სასაზღვრო სისტემა სლოვენიის საზღვარზე არსებული სისტემის ანალოგიური იქნება.
ის ღობეებისგან, სპეციალური გასასვლელებისა და კარვებისგან შედგება. ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, კონტოლი მიგრანტების რაოდენობის მიხედვით გამკაცრდება. ახალი სიტემა 1-ლი ივნისისთვის ამოქმედდება. ბალკენეთის მარშრუტზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ ავსტრიაში ვარაუდობენ, რომ იტალიაში წელს 300 ათასამდე მიგრანტი ჩავა. ბრენერის უღელტეხილი იტალიას გერმანიასთან ავსტრიის გავლით აკავშირებს. ყოველწლიურად აქ 2 მილიონამდე სატვირთო ავტომობილი გადაადგილდება.