NDI: პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 42 პროცენტი საშუალოდ აფასებს

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27 % პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს. კვლევის მიხედვით, მის საქმიანობას გამოკითხულთა 42 % საშუალოდ აფასებს, ხოლო 26 % კითხვაზე პასუხზე უარს ამბობს.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები