NDI-ის კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა 21%-მა საერთოდ არ იცის

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა 21%-მა საერთოდ არ იცის. კითხვაზე, რამდენად იცით პარლამენტის საქმიანობის შესახებ – 7% აცხადებს, რომ იცის კარგად, 71% აცხადებს, რომ მეტ-ნაკლებად იცის, ხოლო – 21%-მა საერთოდ არ იცის. საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მ ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები