შს მინისტრი ფარული ვიდეოკადრების საქმეზე – ყველა ასეთი პირის მიმართ აბსოლუტურად შეურიგებელნი ვიქნებით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ფარული ვიდეოკადრების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სისტემური დანაშაული იყო.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, ის ადამიანები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, უწყებაში აღარ მუშაობენ.
„თუკი მსგავსი რამ გამოიკვეთება, პირობას გაძლევთ, რომ ასეთი ადამიანების მიმართ მყისიერად გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შესაძლოა, თეორიულ დონეზე დავუშვა, რომ ვინმე ასეთი იყოს შემორჩენილი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ჩვენი მიდგომა-ყველა ასეთი პირის მიმართ აბსოლუტურად შეურიგებელნი ვიქნებით “, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები