გიორგი მღებრიშვილი: არიან ძალები, რომელთა ინტერესებში საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია არ შედის
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში შს მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მიერ წარმატებით შესრულებული ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი ევროკომისიის ანგარიშში პოზიტიურად აისახა.
მინისტრის თქმითვე, არიან ძალები, რომელთა ინტერესში არ შედის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია.
„საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი, რაც პოზიტიურად აისახა ევროკომისიის ანგარიშში.
არიან ძალები, რომელთა ინტერესში არ შედის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია“,- დასძინა გიორგი მღებრიშვილმა.