მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები