გორში ქვეითად მოსიარულეს მიკროავტობუსი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

გორში ქვეითად მოსიარულეს მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის ნასვამ მდგომარეობაში დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები